

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს დასრულდება. ამ დროისთვის გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გადიან ტესტირებას.
ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, დღევანდელ სესიაზე რეგისტრირებული 225 აპლიკანტიდან 10 არ გამოცხადდა.
„დღეს, 26 ივლისს ჩანიშნულ გამოცდაზე, ჯამში 225 აბიტურიენტი და პედაგოგი დარეგისტრირდა. აბიტურიენტები - ფიზიკის, პედაგოგები კი ქიმიის გამოცდას აბარებენ. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 4 საათია. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები დღესაც არ გვქონია“, - აღნიშნა გვერდწითელმა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. რაც შეეხება შედეგების, ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ რიცხვებში გამოქვეყნდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს