

„მადლობა ბიჭებს“ - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებს.
მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფორმით კიდევ ერთხელ მადლობას უხდიან ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც მათ ქართველ გულშემატკივარს მიანიჭეს.
ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებს.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს