

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მრევლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეკლესიების დეზინფექცია დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს და ტაძრები და მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ამასთან, ტაძრებში ყოველდღე სველი წესით სუფთავდება სამლოცველოების შიდა და გარე ტერიტორია, სპირტიანი ხსნარით გაიწმინდება ხატები და ყველა კუთხე საფუძვლიანად დამუშავდება.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ზიარების წესში ცვლილების შეტანა და ერთჯერადი კოვზების გამოყენება არ იგეგმება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს