

USAID - პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, მეორე ღონისძიება განხორციელდა.
ახალგაზრდებს გორელი პოეტი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი გიორგი ხორბალაძე შეხვდა.
ხელოვანმა დამსწრე საზოგადოებას პოეზიის და პროზის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოხალისეებმა წაიკითხეს ლექსებიც.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ჩატარდა.
შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში, გორელი ახალგაზრდები პოეტ გიორგი მირაზანიშვილსაც შეხვდნენ.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს