რაგბის კლუბი ,,გორი“ შეუჩერებელია. რეგიონული ლიგის ბინადარმა გუნდმა დღეს მესამე ტურის მატჩშიც მშრალი ანაგრიშით სძლია მოწინააღმდეგეს - 45:0. ამჯერად მათი ,,მსხვერპლი” თბილისის ,,სპორტუნი“ გახლდათ, რომელსაც განვლილ ორ ტურში 1 გამარჯვება კი მოეპოვებინა, მაგრამ გორის რაგბის არენაზე არათუ გამარჯვების შანსი არ ჰქონია, ქულაც ვერ აართვა მოწინააღმდეგეს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე ,,გორმა“ სტუმრად 26:3 სძლია ,,წიქარას“, შემდეგ, შინ, ანგარიშით 62:0 გაანადგურა ,,გორდა“, ხოლო ახლა, 45:0 დაამარცხა ,,სპორტუნი“.
მომდევნო ტურში ,,გორს“ თელავში მოუწევს სტუმრობა და საკმაოდ რთული მატჩის გამართვა სატურნირო ცხრილის ლიდერობაში თავის ერთ-ერთ კონკურენტთან.
27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.