

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მხარის რწმუნებული რეგიონში მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა.
რეგიონში განსახორციელებელ 16 პროექტზე მსჯელობის შემდეგ, გიგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები, რომლებიც სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გარე განათების, ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს მოიცავს, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს