

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდის შედეგები შემდეგ საგნებში: უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, საბაზო პროფესიული უნარები, მათემატიკა (VII-XII), ისტორია (VII-XII), გეოგრაფია (VII-XII), ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია - გამოქვეყნდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online. naec. ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრით და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
„შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება“, - აცხადებენ გაამოცდების ეროვნულ ცენტრში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს