

2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირისთვის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, - ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია, საჯარო რეესტრში წარსადგენი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს