

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გორში გრძელდება. ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე ხორციელდება, სადაც საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ბეტონის ფერადი ფილები, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები (საჭიროების გათვალისწინებით).
„სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე, ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტროტუარების რეაბილიტაციამდე აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ენერგოეფექტური პროექტიც განხორციელდა, რაც გარე განათების ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა. ორივე პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს