

„საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ დასრულდა, - გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბიისის ბანაკმა 500-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. ბანაკი 14-18 წლის ასაკის მოზარდებს 5 დღით მასპინძლობს.
ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის ბენეფიციარები სწავლობენ საველე პირობებში - კარვებში ცხოვრებას, მონაწილეობენ როგორც ლაშქრობებში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი