

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ელჩი გახდა.
„წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოების“ თავმჯდომარის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ტიტულოვანი სპორტსმენი გორის მუნიციპალიტეტსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში წიგნიერების გავრცელებასა და პოპულარიზაცის მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვება.
„გენო პეტრიაშვილი ჩვენი საქმეების დიდი გულშემატკივარია და ახლა უკვე მონაწილეც გახდება. რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების საქმიანობას, ქართული სოფლების სკოლების და ბიბლიოთეკების წიგნებით და კომპიუტერებით მომარაგებას ემსახურება“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს