

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 70 ოჯახი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
„პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ჭაბურღილსა და ქსელს, მოწყო ახალი წყალსადაწნეო კოშკი და დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები. რაც შეეხება ამ კუთხით დაგეგმილ სხვა პროექტებს, ტირძნისის გარდა, 2024 წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა ზერტსა და ნაწრეტშიც დაიგეგმა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს