

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online. naec. ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე, ასევე, განთავსებულია ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, - ნათქვამია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს