

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი ჩაიკეტა.
შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო მიმოსვლაზე და ბათუმში თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის გამშვები პუნქტები.
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გასტანს აღნიშნული შეზღუდვა და როდის გაიხსნება სარფის საბაჟო ფიზიკური პირებისთვის.
ცნობისთვის, 20 მარტს, 24 საათიდან, საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენებიც იზღუდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს