

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www. hr. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიის დაკავებისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, ღია კონკურსი გამოცხადებულია ახალგაზრდული განყოფილების IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს