

ევროკავშირმა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტი შეზღუდა.
ევროკომისიის პრეზიდნეტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პირბადეები, დამცავი სათვალე და სპეციალური ეკიპირება ევროკავშირის გარეთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით გაიყიდება. ამასთან, ევროკომიიის პრეზიდნეტმა ისიც განაცხადა, რომ სამედიცინო დამცავი საშუალებებით ევროკავშირის შიგნით ვაჭრობა არ უნდა შეიზღუდოს.
„თუ ევროკავშირის ცალკეული წევრები შეწყვეტენ სამედიცინო დამცავი საშუალებების გაყიდვას სხვა წევრ სახელმწიფოებში, ეს ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ადმინისტრაციული ორგანოები ევროკავშირში დამცავი საშუალებების წარმოების სტიმულირების პოპულარიზაციისთვის დაუღალავად მუშაობენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს