

გორის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი უკვე ემსახურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და სხვადასხვა წარმადობის და რელიეფისთვისაა განკუთვნილი, ასევე, ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში შეუძლია ოპერირება.
ტექნიკური საშუალების შესყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს 49 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.
ცნობისთვის, აღნიშნული ტექნიკის შეძენა საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. ნაგავმზიდების შესყიდვის ჯამური ღირებულება კი 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს