

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ბერშუეთში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება.
330 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შედეგად, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში რეკრეაციული ზონები, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება.
„სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი იფუნქციონირებს. გარდა ამისა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ღია და დახურულ სპორტული ინფრასტრუქტურასთან ერთად, რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს