

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრიდან განახლდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს.
„რაც შეეხება დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც სააღმზრდელო პროცესის განახლება ვერ მოხერხდება, 2024-2025 სასწავლო წელს აღსაზრდელებს ვერ მიიღებს დიცის საბავშვო ბაღი რომელიც რემონტს საჭიროებს. სწავლა, ასევე, ვერ დაიწყება შინდისის და ტირძნისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სადაც სარეაბილიტაციო პროცესები მიმდინარეობს“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს