

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს საბერძნეთიც აღიარებს. ისევე, როგორც საბერძნეთში გაცემული მართვის მოწმობები საქართველოშიც ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება.
ურთიერთაღიარების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. რა დრო დასჭირდება პროცედურების დასრულებას, ჯერ ცნობილი არ არის.
ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ მიმდინარე წლის ივლისში აღიარა. ასევე, ურთიერთაღიარების დოკუმენტს საქართველომ ხელი ესპანეთთანაც მოაწერა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს