

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტში ხუთ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა.
კოტეჯების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 070 ლარი გამოიყო.
„გორის მერია ხუთივე ოჯახს კოტეჯს საკუთარ ფართში უშენებს. სამუშაოები ქვეშში, ბროწლეთში, ფლავში, ბერბუკში და მეჯვრისხევში მიმდინარეობს. ხის საცხოვრებელი კოტეჯები თბოიზოლაციის და ელექტროენერგიის სისტემებითაა უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს