

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე მშობლიურ სკოლას, გორის მე-9 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციისთვის, ამავე სკოლის კურსადმთავრებულია ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი. გენო პერიაშვილის უმცროსი ძმა - მსოფლიოს ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი კი, ამ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი