

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 149 995 ლარია.
რაც შეეხება განსახორციელებელ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ღობე, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, განთავსდება სკამები, დამონტაჟდება განათება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს