

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა: ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, საბავშვო სივრცე, კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, ღობე; განლაგდება ატრაქციონები და საპარკე ავეჯი, ასევე, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემა. იგეგმება რეკრეაციული სივრცის გამწვანებაც.
სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროგრამა - „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს