

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ სიმონ გულედანი დაინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერის ახალი მოადგილე პროფესიით ეკონომისტია. დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი.
„სიმონ გულედანს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ხელმძღვანელობდა თეთრიწყაროს რაიონის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურს, სტატისტიკის დეპარტამენტს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს (ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურები)“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, სიმონ გულდანს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს