

2024-2025 წლის სასკოლო სპორტის პროგრამების განხილვის მიზნით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების შესახებ ისაუბრეს, რომელიც 26 სექტემბერს დაიწყება. ითქვა, რომ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.
შეხვედრას ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საორგანიზაციო სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტს ფედერაციისგან სპორტული ინვენტარი გადაეცა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს