

საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკო-ს სიები დღის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.
ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25-მა პარტიამ გაიარა.
პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, ცესკოში საარჩევნო სიები ელექტრონული ფორმით წარადგინონ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი