

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგებას ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარეობს ქალაქში არსებული სკვერების და სხვა გამწვანებული, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, ხმელი ფოთლებისგან გაზონების გათიბვა-გასუფთავება, საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე, სხლავენ და ბელავენ ხეებს.
„სხვადასხვა სეზონური სამუშაოს პარალელურად, სკვერებში მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება, სკამების, ურნების რესტავრაცია ან ახლით ჩანაცვლება“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს