
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე წულაძე წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად კი, კერძო სექტორში დაბრუნება დაასახელა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს