

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.
სტუმრებს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ უმასპინძლა. იოსებ ხაბელაშვილი მოსწავლეებს ცხოველეთა დაცვის საკითხებზე ესაუბრა და ვოლიერები დაათვალიერებინა.
შეგახსენებთ, ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე 1931 წელს ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე დაწესდა. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ამ დღეს რეგულარულად აღნიშნავენ.
თარიღის აღნიშვნის მიზანია, გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს