

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 149 990 ლარია და ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით მოედანზე მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ღობე, განთავსდება ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, სკამები, დამონტაჟდება განათებაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს