

ატენის თემში შექმნილი სათემო ჯგუფი - ,,ბარბარეს“ წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
ფესტივალი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით გაიმართა და ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გარდა ამისა, მონაწილეები ადგილობრივი ხორბლის პურის ცხობის, ტენილი ყველის დამზადებისა და მესხური აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასებში ჩაერთნენ.
ცნობისთვის, სათემო ჯგუფი „ბარბარე“ პროექტის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ატენის თემში, „TASO Foundation • ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო უწევს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს