

გორში, პუშკინის ქუჩის 350-მეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ქუჩაზე დამონტაჟდა და დაიხაზა საგზაო ნიშნები, მოასფალტდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები, დამონაჟდა გარეგანათების ახალი სისტემა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროეტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 350-მეტრიან მონაკვეთზე - იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 650 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს