

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად მასპინძელ ოჯახს ეძებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მშვიდობის კორპუსი მასპინძელ ოჯახს ყოველთვიურად 730 ლარს გადაუხდის, რის ფარგლებშიც ოჯახმა მოხალისე ცალკე ოთახით და ყოველდღიური კვებით უნდა უზრუნველყოს.
ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, მოხალისე დამატებით გადაიხდის მისი ოთახის გათბობის ხარჯს 95 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მასპინძლობის პერიოდს, 3 თვიდან 2 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
დაინტერესებული პირებს დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ან ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 25.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს