

გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
სოფელ შერთულში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 150 ათასი ლარია.
პროექტის მიხედვით მოედანზე მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ღობე, დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება გარეგანათება.
შერთულში ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი