

იტალიის შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლები - ოფიცერი ჯუზეპე იასევოლი და კადეტები - ტომას იემა და მარკო ლაზარინი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
სტუმრებს იუნკერებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
„მსგავსი აქტივობები სამხედრო სასწავლებლების სტუდენტებს შორის მეგობრულ გარემოს აყალიბებს, რაც ქმნის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს სტუდენტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს. მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვის სფეროში არსებული სწავლებების თანამედროვე მეთოდების შესახებ“, - აცხადებენ აკადემიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს