

სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს პროფესიული განათლება და მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის ჩაითვლება მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება).
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 240 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 12 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 18 ნოემბერია მითითებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს