

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - „სიტყვის ძალა“ ხორციელდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოში აცხადებენ, ინტელექტუალური კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობს.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, არაფორმალური განათლების მიმართლებით, სხვადასხვა სახის აქტივობას მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული პროექტის მიზანს, ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ხალხური სიბრძნის - ანდაზების გაცნობა-შესწავლას გულისხმობს. კონკურსი, ასევე, დატვირთულია შემეცნებითი და სახალისო აქტივობებითაც“, - აცხადებენ სააგენტოში.
კონკურსის ფინალური შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს