

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები 26-27 ნოემბერს 19:00 საათზე ითამაშებენ.
26 ნოემბერს სასცენო ხელოვნებისმოყვარულები აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „გამზრდელი“ (დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი ნიკოლოზ საბაშვილი) იხილავენ.
ერთმოქმედებიან წარმოდგენაში, ქრისტი ჩხიკვაძე, ნიკოლოზ გოგიძე, ანდრია ვაჭრიძე და კონსტანტინე კახიშვილი მონაწილეობენ.
27 ნოემბერს კი გორის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ვოდევილები“ (დადგმა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძე) დაიდგმევა, სადაც ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, მალხაზ შაყულაშვილი და მანანა ბერიძე მონაწილეობენ.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა გორის თეატრის სალაროში უკვე შეუძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს