

საქართველოში 18 ნოემბერს სამხედრო დაზვერვის დღე აღინიშნება.
1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველომ, სწორედ ეს დღე დაედო საფუძვლად სამხედრო დაზვერვის დღის 18 ნოემბერს აღნიშვნას.
სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა, სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს