„ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები“ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა.
აქტივობა პროექტის - „ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში მოეწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ათეულობით ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება გამარჯვებულს, ქიწნისის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ბუდედაშვილი გახდა.
„ღონისძიება დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების“ ერთ-ერთი პროექტის - „ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტში 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა და არაერთი აქტივობა განხორციელდა“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი