

სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეჩერდა. აღნიშნულით დაინტერესდა „გორის მაცნე“ და დაუკავშირდა როგორც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ასევე, რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევე, როგორც ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და არცერთ სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მისვლია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი