

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 4 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, გორში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსს შორის დაფიქსირდება, რაც შეეხება ღამის საათებს, 5-6 დეკემბერს გორში მოსალოდნელია ყინვა -1 გრადუსი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი მოსალოდნელია -3 გრადუსი.
რაც შეეხება საქართველოს ზამთრის კურორტებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ათი დღის განმავლობაში, თოვა მოსალოდნელი არ არის ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი