

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტები გორის მერიამ 500 ლარით დააჯილდოვა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, 2024 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 26-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს