

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცვლილების საფუძველზე, საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება.
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს