

დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს პროექტი - „ქართული რეწვა დასაქმებისთვის" დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიანი კურსი გაიარეს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანს დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლის გზით თვითდასაქმების შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენდა.
მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ვულოცავთ მონაწილეებს, რომლებმაც თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიანი კურსი გაიარეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა, რომ ერთად ვქმნით წარმატებულ ისტორიებს – დასაქმებული, შემოქმედებითი და ძლიერი ქალების ისტორიებს. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას მომავალ პროექტებსა და საქმიანობაში", - აღნიშნულია განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს