

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი 29, 30 დეკემბერს თბილისიდან 08:50 საათზე გავა და მგზავრები ფოთში 15:12 საათზე ჩავლენ.
ფოთიდან კი თბილისის მიმართულებით რეისი 17:30 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 23:18 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და საქართველოს რკინიგზის სალაროებში შეძლებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს