

შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დებატების ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე რეგიონის თორმეტი საჯარო სკოლის 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც სამი რეზოლუციის მიხედვით იდებატეს.
რაც შეეხება დაჯილდოებას, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდის წევრები კი სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
დებატების ტურნირი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც PH international საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია "საზოგადოება ბილიკი".
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს