

გორის საჯარო ბიბლიოთეკაში 26 დეკემბერს ვირტუალური გამოფენა გაიმართება.
14:00-დან 16:00 საათამდე დამთვალიერებელს სპეციალური სათვალეების გამოყენებით პეტრე ოცხელის, ლადო გუდიაშვილის და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გაცნობა შეეძლება.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა მიზნად ისახავს ხელოვნების და ციფრული სივრცის შემეცნებითი პოტენციალის გაცნობას.
„გვეწვიეთ, აღმოაჩინეთ კულტურის და ტექნოლოგიების საინტერესო თანაკავშირი. ორგანიზაცია „განჯაფას კლუბი“, გორის საჯარო ბიბლიოთაკასთან თანამშრომლობით გიწვევთ უნიკალურ ვირტუალურ გამოფენაზე. გამოფენის პარალელურად გაიმართება საინფორმაციო პრეზენტაცია სამომავლო ტექნოლოგიურ პროექტებთან დაკავშირებით. ველით ხელოვნების და ტექნოლოგიის მოყვარულ ყველა პიროვნებას. დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს