

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს საახალწლო ნობათი გადაეცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სურსათს და ტკბილეულს მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, ასევე, სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი შშმ ვეტერანები, სოციალურად დაუცველი შშმ პირები (უსინათლოები).
„საახალწლო ნობათის შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და გორის მუნიციპალიტეტისგან საჩუქარი 300-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს